თბილისის N102 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
25-10-2019

თბილისის N102 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა" გაიმართა.

შეჯიბრში გუნდმა - „ატომი“ გაიმარჯვა და სკოლის ჩემპიონის ტიტული გადაეცა.

„ტვინების ბრძოლა" მეორე კატეგორიის (VI, VII და VIII კლასი) მოსწავლეებს შორის გაიმართა. დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი “ატომი”. პირველადგილოსან გუნდს გადაეცა სკოლის ჩემპიონის ტიტული. ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს”,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

„ტვინების ბრძოლა“ არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, სწორი პასუხის გამოსაცნობად უფრო პრიორიტეტულია გამჭრიახი გონება და ლოგიკური აზროვნება. გამარჯვებულს Brains.ge - სგან გადაეცემა „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი”.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203