ახალციხის N4 საჯარო სკოლაში მათემატიკის წრე აქტიურად მუშაობს
25-10-2019
ახალციხის N4 საჯარო სკოლის მათემატიკის წრის რიგით მე-3 სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საწრეო მუშაობის თემა იყო - „მოქმედებების შესრულება“.
წრის ხელმძღვანელმა პედაგოგმა მოსწავლეები ორ ჯგუფად დაყო. ერთი ჯგუფი II-III კლასის მოსწავლეებით დააკომპლექტა, ხოლო მეორე ჯგუფი IV –Vკლასის მოსწავლეებით.
„დავალებების მიცემის დროს გათვალისწინებული მქონდა მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობები. ბავშვები მუშაობდნენ ჯგუფში, ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, ინაწილებდნენ დავალებებს და პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს. ვფიქრობ, რომ დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო გამოდგა“,- ამბობს წრის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, მოსწავლეები დავალებებს ძალიან დიდი ხალისით ასრულებდნენ და წარმატების შემთხვევაში ემოციებს გამოხატავდნენ.
სამუშაოს ბოლოს მოსწავლეებმა პლაკატი - „მათემატიკური მოქმედებები“ დაამზადეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს