თბილისის N6 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის მოყვარულთა კლუბი ჩამოყალიბდა
25-10-2019
თბილისის N6 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის მოყვარულთა კლუბი - „სეზამი“ ჩამოყალიბდა.
წრეს ლელა ტუღუში ხელმძღვანელობს.
კლუბში გაერთიანებულია სკოლის 22 აქტიური, კითხვის მოყვარული, მოსწავლე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება და მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება.
„კლუბი აქტიურადაა ჩართული eTwinning Live , eTwinning Plus პროგრამებში. რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის კლუბის მუშაობას. უკვე დაწყებულია ორი პროექტის განხორციელება, რომლებშიც ჩვენთან ერთად ევროპის 10 ქვეყანა მონაწილეობს. წარმატებები ჩვენს კლუბს და ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს