წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა კლიმატის დაცვის საერთაშორისო დღეს ორიგინალურად გამოეხმაურა
25-10-2019

კლიმატის დაცვის საერთაშორისო დღეს ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ნიამორი“ და სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობა“კლიმატის ცვლილებასა და გლობალური დათბობის შესახებ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს გამოეხმაურა.

სკოლის დირექციის თანადგომით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ჩატარდა მინი-მარში, რომელშიც მონაწილეობდა 50 მოსწავლე, პედაგოგები - რუსუდან ჯიშკარიანი, ფარეჯან ჯიშკარიანი, თათია ივანეიშვილი, ფიქრია გიორხელიძე, ბუჭა იოსელიანი, სკოლის დირექტორი ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძე.

დემონსტრანტებმა ექვსი გაკვეთილის შემდეგ სვლა დაიწყეს სკოლის ეზოდან წყალტუბოს გამგეობის, მუნიციპალიტეტის შენობისაკენ. გზადაგზა არიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს, რომელშიც განხილული იყო მთავარი საკითხები: კლიმატი, გლობალური დათბობა და პრობლემის გადაჭრის გზები.

კლუბის ლიდერები, პედაგოგები და დირექტორი გულთბილად მიიღო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, გაიმართა გულღია დიალოგი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203