ბუშეტის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
25-10-2019

თელავის მუნიციპალიტეტის ბუშეტის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

კერძოდ კი VII კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე დაამზადეს მარტივი პრეპარატები და მიკროსკოპში დაათვალიერეს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი საინტერესო და მიზანზე ორიენტირებული გამოვიდა.

მოსწავლეთა ჩართულობა მთელი გაკვეთილის განმავლობაში გრძელდებოდა. საკლასო გარემო მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იყო კეთილგანწყობილი. მასწავლებელმა გაკვეთილის გეგმით დასახულ მიზანს მიაღწია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203