დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სიმონიშვილი პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა
25-10-2019
მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სიმონიშვილი პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა.
სკოლა წარჩინებულ მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).