ბაშის საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს
25-10-2019
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაშის საჯარო სკოლამ ღირსეული პედაგოგები სკოლიდან ღონისძიებით გააცილა.
„სკოლამ ძალიან ლამაზად და დიდი სიყვარულით გააცილა ჩვენი ღირსეული პედაგოგები: იური გერაძე, ჯუმბერ ორმოცაძე, მარინა ფხაკაძე, მერი ნაცვლიშვილი და ნინო ბურჭულაძე“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებით ყველა დამსწრე კმაყოფილი დარჩა და ეს დღე მათი სკოლის ისტორიაში ერთ-ერთ განსაკუთრებულ დღედ დარჩა.
სკოლა ღონისძიების ორგანიზატორს, პედაგოგ ნანა კოხრეიძეს, დიდ მადლობას უხდის.