დაბა ასპინძის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ
25-10-2019
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ნინო მელიქიძე, მარიამ მაგრაქველიძე, მარიამ ლონდარიძე, ნიკა ბერიძე, გიორგი ტივაძე და ნიკოლოზ დიაკონიძე პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი გადაეცათ. 

დიდია ასპინძის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის ღვაწლი ამ მოსწავლეების წარმატებებში.

როგორც სკოლის დირექტორმა კლარა ზედგინიძემ აღნიშნა, ეს საჩუქრები დიდი შრომისა და მყარი ცოდნის შედეგია, რომელიც მათ ამ საუკუნოვანი სკოლის კედლებში მიიღეს. მან მოსწავლეებს წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ დამრიგებლებს როზა ნარიმანიძეს და ლელა ბუჩუკურს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203