ცუცხვათის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ
25-10-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ცუცხვათის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.
მათ შორის, საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
ღონისძიება ცუცხვათის საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო ქათამაძემ, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პროექტის- „Happy Children,s Day!“ ფარგლებში ჩატარდა. მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე საინტერესო აქტივობები წარმოადგინეს. კერძოდ, ვიდეორგოლები, პრეზენტაციები, სიმღერები და ლექსები.
პროექტმა დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.
ცუცხვათის საჯარო სკოლის დირექცია ყველა ბავშვს უსურვებს ბედნიერ ბავშვობასა და წარმატებულ მომავალს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“