ქვედა სამების საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
25-10-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა სამების საჯარო სკოლაში კავკასიის ღია ჩემპიონატ - „ტვინების ბრძოლის“ შემოდგომის სეზონის პირველი შიდა სასკოლო ეტაპი, U12 კატეგორიაში, ჩატარდა.

18 ოქტომბერს გამართულ გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში, ერთმანეთს სკოლის საშუალო საფეხურის ორი გუნდი „შრიფტი“ და „სამება“ დაუპირისპირდა.

გამარჯვება გუნდმა „შრიფტი“ მოიპოვა. გუნდის წევრები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ისინი რაიონულ და რეგიონულ ეტაპზე იასპარეზებენ.

გუნდის შემადგენლობაში არიან: კაპიტანი- ლადო თხილაიშილი, წევრები- სოფო გოგიტიძე, სალომე კაიკაციშვლი, თათია მესხიძე და ნინი ნემსაძე.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, თამაში საინტერესოდ წარიმართა.

ჩემპიონატს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნ.ბახურიძე ხელმძღვანელობდა.

2018-2019 წლის გაზაფხულის სეზონის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ქვედა სამების საჯარო სკოლა მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203