
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრაზე ბუნების მოყვარულთა კლუბი - „რეინჯერები-ბუნების მეგობრები“ შეიქმნა.
„მასწავლებელი ნატო შვანგირაძე გახლავთ. დიდი ხანია მოსწავლეები და მასწავლებლები მუშაობენ კლუბის სახელწოდებაზე, ლოგოზე და ფორმებზე. დიდი ხნის მუშაობამ შედეგი გამოიღო და მათ შექმნეს ლოგოც.
დირექტორი დიდი მადლობას უხდის ბავშვებს და ქალბატონ ნატოს. წარმატებები საშურ საქმეში“, - ნათქვამია წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები