დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ფიზიკის გაკვეთილი ჰიდროელექტროსადგურში ჩაუტარდათ
25-10-2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებს ფიზიკის გაკვეთილი ჩითახევის ჰიდროელექტროსადგურში ჩაუტარდათ.

გასვლით გაკვეთილს ფიზიკის პედაგოგი ციალა გოგოლაძე -წკრიალაშვილი ხელმძღვანელობდა. თემა იყო - „ელექტრული რხევები და ცვლადი დენი”.

მოსწავლეებისთვის გასვლითი გაკვეთილი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მათ პედაგოგთან ერთად ჩითახევის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერეს და სამახსოვროდ ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203