აღვის საჯარო სკოლაში საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა
25-10-2019

ცაგერის მუნიციპალიტეტის აღვის საჯარო სკოლის II კლასში  მათემატიკაში თემაზე - „გეომეტრიული ფიგურები” შიდა დაკვირვების გაკვეთილი  ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო გაჯერებული. 

„გაკვეთილი იყო საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული. მოსწავლეს ძალიან მოეწონა გეომეტრიული ფიგურებით ილუსტრაციის აწყობა. სკოლის ადმინისტრაცია მათემატიკის მასწავლებელს - ფიქრია ბერულავას ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებებს”,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203