უჯარმის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი „წიგნების სამყარო” დაფუძნდა
25-10-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უჯარმის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი „წიგნების სამყარო”დაფუძნდა.
მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელი ამავე სკოლის პედაგოგი მანანა აბურჯანიაა. მოსწავლეები „წიგნების სამყაროს“ გახსნამ ძალიან გაახარა. ისინი კლუბის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთნენ.
„კლუბის მისიაა, ხელი შეუწყოს წიგნიერების დონის ამაღლებას. კლუბმა გაამრავალფეროვნა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება”,- აცხადებს უჯარმის საჯარო სკოლის წარმომადგენელი.