სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილების საღამო გაიმართა
25-10-2019

დაბა სტეფანწმინდის საჯარო სკოლას საპენსიო ასაკის 8 მასწავლებელი ტოვებს. მათ პატივსაცემად სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგების გაცილების საღამო გაიმართა.

ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე,  რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

„დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილების საღამო გაიმართა. ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - დავით ქირიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - გრიგოლ სეთურიძე,  რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ქეთევან ალიბეგაშვილი, სკოლის დირექტორი - ნინო ქუშაშვილი, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

დაბა სტეფანწმინდის საჯარო სკოლას საპენსიო ასაკის 8 მასწავლებელი ტოვებს, ქალბატონები - მანანა ქირიკაშვილი, მანანა შაბურიშვილი, მერი ფიცხელაური, ნაზი სუჯაშვილი, ეთერ დავითაშვილი, ლილი გომიაშვილი, თინა მხეიძე და ბატონი - გივი ჩოფიკაშვილი”,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203