
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი დალი ბროლიძე პროექტის „მედიაწიგნიერება“ ფარგლებში ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გამართულ კონფერენციაზე მიიწვიეს.
კონფერენციაზე დალი ბროლიძე კოლეგებს პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარა და გააცნო პროექტის ფარგლებში შექმნილი მედია ინსტრუმენტი, ბლოგი, რომლის დახმარებითაც მოსწავლეებმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში სკვერი მოაწყეს.
იხილეთ ფოტოები