სათხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართულ ანბანს ღონისძიება მიუძღვნეს
25-10-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სათხის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ქართულ ანბანს ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ. ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

„სკოლაში 2019 წლის 18 ოქტომბერს პირველ კლასში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მეძღვნა ანბანის გახსნას, მოსწავლეებმა ასო „ა“-ს შესახებ  სიმღერები  და ლექსები წარმოადგინეს. ბავშვებმა იცეკვეს და იმხიარულეს,  ღონისძიებაზე იყვნენ დაპატიჟებული მშობლები და სკოლის პედაგოგები”,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203