ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნებაში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
25-10-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედა განთიადის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეები გასვლით გაკვეთილზე ბუნებაში იმყოფებოდნენ.

ბავშვებისთვის გასვლითი გაკვეთილი მასწავლებელმა, ხათუნა გოგიტიძემ, დაგეგმა.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს წელიწადის დროების მიხედვით, ბუნების ფერები შეემეცნებინათ.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, პირველკლასელები გასვლითი გაკვეთილით ძალიან ნასიამოვნები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203