ხონის N3 საჯარო სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შიდა სასკოლო ჩემპიონატები დაიწყო
25-10-2019
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლაში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, შიდა სასკოლო ჩემპიონატები დაიწყო.

კერძოდ, ჩემპიონატები ჭადრაკში, ფრენბურთში, კალათბურთსა და ფეხბურთში იმართება.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, სპორტულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესით არიან ჩართული და ჩემპიონატი ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203