„ეტალონი“ ძალიან სასურველი პროექტია - გაუწყინარის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევი ტური ჩატარდა
25-10-2019

აბაშის მუნიციპალიტეტის, გაუწყინარის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

ტესტირებაში სკოლის VIII-IX კლასების წარჩინებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„მათი ნამუშევრების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე მაღალი შეფასებები ორ მათგანს აქვს, ესენია: ნინო ჭიქაშუა 82 ქულა და ლიზი შუბლაძე 77 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), ორივე მეცხრეკლასელები არიან. ამ კარგი შედეგების გამო მათ ყველაზე მეტი შანსი ეძლევათ, გადავიდნენ მეორე ტურში, რომელიც 14 ნოემბერს აბაშაში გაიმართება. მოსწავლეთა ტესტირებას აგრეთვე ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნინო მეგენეიშვილი და გაუწყინარის სკოლის „ეტალონის“ ახალი პედაგოგი სალომე დუნდუა.
არაერთხელ აღგვინიშნავს და კიდევ ვიტყვით, რომ „ეტალონი“ ძალიან სასურველი პროექტია. სურვილი გვქონდა, პროექტი დაბრუნებულიყო პირველ არხზე, მოთხოვნაც გავაკეთეთ, თუმცა შედეგი ჯერ არ გვაქვს. ძალიან კარგი იქნება, რომელიმე სატელევიზიო არხზე თუ დააბრუნებენ „ეტალონს”, - ნათქვამია გაუწყინარის საჯარო სკოლის განცხადებაში.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203