დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ღონისძიებები გრძელდება
25-10-2019
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში VIII კლასის მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა.
კონკურსი მეცხრეკლასელმა მოსწავლეებმა განახორციელეს.
I ადგილი წილად ხვდა გიორგი ფუტკარაიას, რომელმაც 15-დან 12 კითხვას გასცა სწორი პასუხი. მეორე ადგილზე მარი ერქვანია გავიდა, ხოლო მესამეზე ქეთი ერქვანია. გამარჯვებულები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
კონკურსის წამყვანები იყვნენ ანანო ჯანჯღავა და მარიამ გაგუა, ხოლო ჟიურის თავმჯდომარე - მარიამ გულორდავა. კონკურსის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ნინო ფისენკომ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს