ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ შესარჩევი ტურის ტესტირებაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ
25-10-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში, 24 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

ღონისძიებაში მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, სულ 20 მოსწავლე. ღონისძიებას „ეტალონის“ მასწავლებლები - ზაზა ლიკლიკაძე და ქეთო სულამანიძე ხელმძღვანელობდნენ.

ტესტირების პირველი ტურის მიმდინარეობაზე მონიტორინგს მასწავლებლებთან ერთად სკოლის დირექტორი თინათინ ბეჟაშვილი ახორციელებდა .

„ტესტირების მსვლელობის დროს მოსწავლეები დიდი ინტერესით, პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ ტესტის შევსებას. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანმა აირჩია ვერსია „თამამი“. მოსწავლეების ნამუშევრები „ეტალონის“ მასწავლებლების ზაზა ლიკლიკაძემ და ქეთო სულამანიძემ შეამოწმეს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატის მომდევნო ეტაპებზე წარმატებებს უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს პირველად „ეტალონი“ სკოლებს პირველი ეტაპის ტესტირების 2 მეთოდს სთავაზობს: ონლაინ ან ნაბეჭდი ტესტირების სახით. ტესტირების მეთოდს კი თავად სკოლა არჩევს.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203