ჭობარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეს საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებული მონაწილეობისთვის დიპლომები გადაეცა
24-10-2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის ჭობარეთის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეს, თათია ინასარიძეს, „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებული მონაწილეობისთვის დიპლომები გადაეცა.
თათია ინასარიძემ დიპლომები ქართული ენისა და ლიტერატურისა და ინგლისური ენის ტურში წარმატებული მონაწილეობისთვის მიიღო.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, თათია წარმატებით ძალიან ბედნიერია.