ზედა სამების საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
24-10-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა სამების საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები თამაშში დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მისივე თქმით, თამაში ჯანსაღი კონკურენციის პირობებში წარიმართა.