გეზრულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
24-10-2019
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გეზრულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები  ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებმა მხიარულ და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება.

სკოლის თვითმმართველობის მიზანია თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203