ერკეთის საჯარო სკოლის „დრამა კლუბი“ აქტიურად მუშაობს
24-10-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერკეთის საჯარო სკოლაში „დრამა კლუბი“ აქტიურად მუშაობს.
კლუბის ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა სახალისო აქტივობები განახორციელეს. კერძოდ, მოსწავლეებმა სკოლის მოხალისე მასწავლებელთან ერთად ნიღბები დაამზადეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები აქტივობით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. მისივე თქმით, კლუბი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას და მოსწავლეებს თავიანთი შემოქმედებითი უნარების გამოვლენის შესაძლებლობაც უფრო მეტად მიეცემათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“