სათხის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს
24-10-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სათხის საჯარო სკოლის მეორე კლასში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში მთელი კლასი მონაწილეობდა. ღონისძიების ავტორი მეორე კლასის დამრიგებელი კატია ჩახოიანი იყო.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მასწავლებლებისადმი მიძღვნილი სიმღერები და ქართული და სომხური ეროვნული ცეკვები შეასრულეს. ასევე ლექსები წარმოთქვეს.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს, მშობლებს და პედაგოგებს სკოლის დირექტორმა, შუშანიკ ანანიკიანმა მიმართა.

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203