დაბა სურამის N2 საჯარო სკოლაში პროექტი „მედიაწიგნიერება“ განხორციელდა
24-10-2019

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N2 საჯარო სკოლაში პროექტი „მედიაწიგნიერება“ განხორციელდა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს მედია ინსტრუმენტის გამოყენებით მოეგვარებინათ ადგილობრივი სათემო პრობლემები.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგი მედია ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ, ასევე შექმნეს ბლოგი (ბლოგის სანახავად იხილეთ ბმული). პროექტის მონაწილეებმა ითანამშრომლეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომელმაც მოსწავლეებს გვერდისუბნის დასახლებაში გამოუყო ადგილი სკვერის მოსწაწყობად.

ბავშვებმა თემის წარმომადგენლებთან ერთად დაასუფთავეს ეს ტერიტორია, ასევე ითანამშრომლეს „ენერგო პრო ჯორჯიასთან“, რომელმაც ბავშვებს გადასცა საჩუქრად კაბელის ბარაბანი, რომლისგანაც ბავშვებმა დაამზადეს მაგიდა და სკამები. ბავშვებს სკამების შესაღებად თანხა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკმა“ გამოუყო. მოსწავლეებმა შეძლეს გვერდისუბნის დასახლებაში შეექმნათ სივრცე თავისუფალი დროის გასატარებლად და გასართობათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203