კოკოტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესეების კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
24-10-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, კოკოტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მე-9 კლასელი ვიკა ბერიძე და მე-8 კლასელი სალომე გორაძე ესეების კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული ესეების კონკურსი თემებზე - „ნაბიჯი თანასწორობისკენ“ და „განათლება აძლიერებს“ ქედის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ფარგლებში ჩატარდა.
ესეების კონკურსში ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მათ შორის კოკოტაურის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე: მე-9 კლასელი ვიკა ბერიძე, რომელმაც კრეატიული ნაშრომისთვის სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი მიიღო და მე-8 კლასელი სალომე გორაძე, რომელსაც კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.
„ვულოცავ ორივე მონაწილეს, მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა თეა შარაშიძეს, მადლობა ჩემი სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს, მადლობა ხათუნა კონცელიძეს და ნატალია შაინიძეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“