წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების  179-ე წლისთავთან დაკავშირებით კლასის საათები ჩატარდა
24-10-2019

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების  179-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული აქტიურად მიმდინარეობს.

23 ოქტომბერს სხვადასხვა კლასში კრეატიული კლასის საათები ჩატარდა:

  • III კლასში - „იაკობმა მისცა ფრთები ქართველს ცაში ასაფრენად“ (დამრიგებელი ნ.სილაგაძე);
  • III კლასში - „იაკობი- ერის მამა“ (დამრიგებელი ლ. ჩირგაძე);
  • III კლასში - პროექტი „ჩვენ ვსწავლობთ იაკობს“ (დამრიგებელი ნ. ლობჯანიძე);
  • IV კლასში - „შენს ფრთებქვეშ ძია იაკობ“ (დამრიგებელი ე. მეტრეველი).

კვირეულის ფარგლებში, დირექციასთან შეთანხმებით, სკოლას ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ესტუმრა, მათ პირველკლასელებს სპექტაკლი „ნაცარქექია“ აჩვენეს.

დღის ბოლოს სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ დაწყებითი კლასების ყველა პედაგოგი სამახსოვრო წიგნებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203