ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის ხალხური ცეკვის ანსამბლი ჩეხეთში იმყოფებოდა
24-10-2019

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მურჯი“,  26-სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე, ჩეხეთის ქალაქ ბრეცლავში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ფესტივალი ჩეხეთის რესპუბლიკის წმინდა ვაცლავ ჩეხის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა. მისივე თქმით, ქალაქ ბრეცლავში ანსამბლის წევრებმა ოთხი კონცერტი გამართეს: ორი - ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ფესტივალის ფარგლებში და ორი- საქველმოქმედო ხასიათის (მოხუცთა თავშესაფრისა და მეორე სკოლის მოსწავლეთა დასახმარებლად).

ბრეცლავის ფესტივალში ჩეხების, სლოვაკების, პოლონელების, ლიტველებისა და ხორვატიის ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები მონაწილეობდნენ.

„ანსამბლმა „მურჯმა“ ბრეცლავის ფესტივალზე საქართველო ღირსეულად წარადგინა და ქალაქის მერიის, ფესტივალის ორგანიზატორების, ადგილობრივი მოსახლეობისა და მონაწილეების დიდი მოწონება, პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. ანსამბლის გამოსვლა კონცერტებზე ოვაციებისა და მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა“, -ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ფესტივალის შემდეგ ანსამბლი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღას ეწვია. მათ ლედნიცეს სასახლე და სასახლის ზამთრის ბაღიც მოინახულეს, რომელიც ევროპაში სიძველით მეორე ადგილზეა. 

ანსამბლის წევრებმა ავსტრიის დედაქალაქი ვენაც დაათვალიერეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203