კნოლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი „შემოდგომა ტყეში“ დადგეს
24-10-2019
ქარელის მუნიციპალიტეტის კნოლევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „შემოდგომა ტყეში“ დადგეს.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ცხოველის როლები მოირგეს. მათ წინასწარ ცხოველების ნიღბები დაამზადეს და თავზე მოირგეს.
მოსწავლეებმა ტყის იმიტაციაც მოაწყეს. შემოდგომის ხილისა და ბოსტნეულის აპლიკაციები დაამზადეს და შემოდგომის ფოთლები შეაგროვეს. სპექტაკლით მოსწავლეებმა წარმოადგინეს ცხოველები ზამთრისთვის როგორ ემზადებიან.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, სპექტაკლმა მხიარულად ჩაიარა და მთლიანობაში ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
მოსწავლეებმა სპექტაკლის ბოლოს შემოდგომაზე სიმღერა შეასრულეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“