რა შეიცვალა ნოემბერში დანიშნულ მასწავლებელთა გამოცდაზე? - სოფო გორგოძის განმარტება
24-10-2019

ნოემბერში დაგეგმილ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, პირველი სესიის ტესტირების დაწყების დრო შეიცვალა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძე ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, საგამოცდო ცენტრში აპლიკანტები დილის 8 საათის ნაცვლად, 10 საათზე უნდა გამოცხადდნენ.

„ერთი ცვლილება წინა გამოცდებთან შედარებით იქნება ის, რომ თუკი აქამდე აპლიკანტებს დილის სესიაზე საგამოცდო ცენტრებში გამოცხადება 8 საათზე უწევდათ, ახლა გამოცხადება 10 საათიდან იქნება სავალდებულო. ეს ცვლილება განვახორციელეთ, რადგან ტრანსპორტირების თვალსაზრისით უფრო მისაღები იქნება ჩვენი მასწავლებლებისთვის და პედაგოგობის მსურველებისთვის. თუმცა არ მინდა წავახალისო დაგვიანება, რადგან ისევე როგორც ადრე, ახლაც დაგვიანების შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საშუალება რომ აპლიკანტები გამოცდაზე შევუშვათ“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

იხილეთ ასევე:

მასწავლებელთა გამოცდისთვის აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას ​დღეიდან შეძლებენ - დეტალური ინსტრუქცია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203