ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნახატების კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
24-10-2019
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს - თეკლა გაგოშიძეს და ანი ხუციშვილს ნახატების კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
24 ოქტომბერს განათლებისა და დასაქმების ცენტრის და „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორობით გაეროს დღესთან (24 ოქტომბერი) დაკავშირებით გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ნახატების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები თეკლა გაგოშიძე და ანი ხუციშვილი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203