ალერტკარის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა
24-10-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ალერტკარის საჯარო სკოლაში, 16 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.
ტესტირებაში სკოლის VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები შესარჩევი ტურის ტესტირებაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მათ მუშაობისთვის შესაბამისი გარემო ჰქონდათ.
ღონისძიებას სკოლაში ორგანიზება ალერტკარის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, თამარ ივარდავამ, გაუწია.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს პირველად „ეტალონი“ სკოლებს პირველი ეტაპის ტესტირების 2 მეთოდს სთავაზობს: ონლაინ ან ნაბეჭდი ტესტირების სახით. ტესტირების მეთოდს კი თავად სკოლა არჩევს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203