„პირველი ნაბიჯები ანბანეთში“- ქუთაისის N36 საჯარო სკოლის I კლასში საზეიმო გაკვეთილი ჩატარდა
24-10-2019

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის I კლასში დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ნანა ნაცვლიშვილმა საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო გაკვეთილი - „პირველი ნაბიჯები ანბანეთში" ჩაატარა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. პატარები ეზიარნენ ორი ხმოვანისგან შედგენილ საოცარ სიტყვას - „ია".  

„მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ მასწავლებლის მიერ დაგეგმილ მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობების განხორციელებაში. გაკვეთილი სახალისო და პოზიტიურ გარემოში წარიმართა. ახალი სკოლის ექსპერტმა ხათუნა ფირცხალაშვილმა ანბანეთში სამოგზაუროდ პატარებს პირველი ნაბიჯი დაულოცა. გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებმა სიხარულით შეავსეს სამახსოვრო ბარათები, სადაც  თავიანთი პაწაწუნა თითებით  პირველი ასო-ბგერები ულამაზესად გააფორმეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203