აფხაზეთის N2 საჯარო სკოლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, კანცლერი და დეკანი სტუმრობდნენ
24-10-2019

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, ამავე უნივერსიტეტის კანცლერი პროფესორი ნინო თოფურიძე და ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით ჯალაღონია სტუმრობდნენ.

სტუმრებს სკოლის დირექტორთან ნანა ჯალაღონიასთან ერთად მეგზურობა გაუწიეს ამავე სკოლის კურსდამთავრებულებმა, რომლებიც ამჟამად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.

სკოლის დირექციასთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრაზე გამოითქვა ორმხრივი სურვილი მჭიდრო თანამშრომლობისა და დაიგეგმა სამომავლო აქტივობები. კერძოდ:

  • ერთობლივი მიზნობრივი ღონისძიებების, საჯარო ლექციების/კონფერენციების, სემინარების/ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვა თემატური აქტივობების ორგანიზება/გამართვა;
  • უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობა სასკოლო კვლევებში;
  • საუნივერსიტეტო და სასკოლო კლუბებისა და შემოქმედებითი სახელოსნოების თანამშრომლობა;
  • საგანმანათლებლო რესურსებთან ორმხრივი წვდომა;
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სისტემატურად მიაწვდის ინფორმაციას სკოლის დირექციას უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების (კონფერენციების, სემინარების, ოლიმპიადების, კონკურსების) შესახებ.
  • მოსწავლეების საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის მომზადება.

შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ წარმატებული უნივერსიტეტის თანამშრომლობა წარმატებულ სკოლასთან ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანია, რადგან ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთნაირი ხედვა და ღირებულებები გააჩნია, რაც საბოლოოდ მომავალი თაობისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203