წალკის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
24-10-2019
წალკის N2 საჯარო სკოლის Xა და Xბ კლასის წარჩინებული მოსწავლეები პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი გადაეცათ.
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს. ბავშვებო, კიდევ მრავალი წარმატება მოგველოცოს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა - “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).