
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში „მე და საზოგადოების“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
კერძოდ კი მე-4 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი მაია ქობულია) თოჯინების თეატრი - „ჩვენ მაყურებლები ვართ“ გაითამაშეს და მსახიობებისა და მაყურებლების როლები მოირგეს.
როგორც მასწავლებელი ამბობს, გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი.
„კეთებით სწავლება სახალისოც იყო და დასამახსოვრებელიც. ბავშვებმა ბევრი რამ ისწავლეს“, - აღნიშნავს მასწავლებელი.
იხილეთ ფოტოები