ჩხუტუნეთის საჯარო სკოლაში თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პრეზენტაცია ჩაატარეს
24-10-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ჩხუტუნეთის საჯარო სკოლას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სტუმრებმა მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაცია ჩაუტარეს.
მათ მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის, ქართული სამშვიდობო ძალების მისიისა და ზოგადად, სამხედრო პროფესიის არსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
პრეზენტაცია საკმაოდ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი იყო. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“