
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლას როსტომ კობახიძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ცხოვრობს, თავის მშობლიურ სკოლას , საჩუქრად ფეხბურთის, კალათბურთის და რაგბის ბურთები გამოუგზავნა.
სკოლის მოსწავლეები საჩუქარმა ძალიან გაახარა. დირექცია როსტომ კობახიძეს ყურადღებისთვის და საჩუქრისთვის მადლობას უხდის.
„სკოლის კურსდამთავრებულმა როსტომ კობახიძემ, რომელიც ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, საჩუქრად თავის მშობლიურ სკოლას ფეხბურთის, კალათბურთის და რაგბის ბურთები გამოუგზავნა.სკოლის დირექცია და მოსწავლე ახალგაზრდობა მადლობას უხდის ბატონ როსტომს“,- ნათქვამია ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები