ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბაკურიანის პარკის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
24-10-2019

დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელ ანა ტყემალაძესთან ერთად ბაკურიანის პარკის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

როგორც სკოლის განცხადებაშია აღნიშნული, მოსწავლეებმა  ბუნების დასუფთავების სურვილი თავად გამოთქვეს.

„ყველაზე ამაღელვებელი და სასიამოვნო ისაა, რომ ეს იდეა ბავშვებს თვითონ გაუჩნდათ, როდესაც ბუნების გაკვეთილი ბაკურიანის პარკის ტყეში და სპორტის გაკვეთილი პარკის მინი სტადიონზე ჩაატარეს. მათი ლოზუნგია: ,,ჩვენ გვინდა სუფთა დედამიწაზე ვიცხოვროთ, გაუფრთხილდით დედამიწას!“ სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს ასეთი სასიკეთო საქმისათვის”,- ნათქვამია ბაკურიანის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203