
გურჯაანის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლამ რაიონულ სპორტულ შეჯიბრში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა.
დირექცია მოსწავლეებს და სპორტის პედაგოგებს - ანზორ მოსულიშვილსა და ზაზა კვეზერელს მიღწეულ შედეგს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და სპორტის პედაგოგებს, ანზორ მოსულიშვილსა და ზაზა კვეზერელს რაიონულ სპორტულ შეჯიბრში (გეზრბენი) საპრიზო პირველი ადგილის დაკავებას, უსურვებს შემდგომ წარმატებებს!“- ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.