ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის დადგომა სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
24-10-2019
დმანისის მუნიციპალიტეტის ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის დადგომა სახალისო აქტივობებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა შემოდგომის ფოთლები შეაგროვეს და სკოლაში საკუთარი ხელით დეკორაციები დაამზადეს. მათ შემოქმედებითი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა ჰქონდათ.
მოსწავლეებმა სკოლის ერთ-ერთ კლასში საშემოდგომო კუთხე გააკეთეს, სადაც შემოდგომის ნობათი განათავსეს. მათ აქტივობების განხორციელებისას სკოლის პედაგოგები ხელმძღვანელობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები აქტივობებით ძალიან ნასიამოვნები დარჩნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს