ტინისხიდის საჯარო სკოლა პროექტში - „ახალი სკოლის მოდელი“ არის ჩართული
24-10-2019
გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდის საჯარო სკოლა პროექტში -„ახალი სკოლის მოდელი“ ჩაერთო.

სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგებს, სკოლის ბაზაზე, ინტენსიური ტრენინგები უტარდებათ, სადაც მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ სკოლაში 2020 წლის იანვრიდან უნდა დანერგონ.

ტინისხიდის საჯარო სკოლის დირექტორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრთან საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო, სადაც „ახალი სკოლის მოდელის“ შესახებ გარკვეული საკითხები განიხილეს.

„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების რეფორმის მორიგი ეტაპის პროექტია, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამჟამად საპილოტედ 150 სკოლაა შერჩეული

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203