გორის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები კონკურსის - „2019 წლის საუკეთესო მასწავლებელი“ ფინალისტები არიან
23-10-2019

გორის N12 საჯარო სკოლის ორი პედაგოგი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის - „2019 წლის საუკეთესო მასწავლებელი“ ფინალისტები არიან.

კერძოდ კი „2019 წლის გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებლის“ ფინალში გადავიდა გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი მარინე ვართუმაშვილი და „2019 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლის“ ფინალში კი გორის N12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლელა წურწუმია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კონკურსი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით საქართველოს მასშტაბით ტარდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203