რაქვთის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგმა III კლასში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა
23-10-2019
თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის რაქვთის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგმა გულნარა სურმანიძემ, III კლასში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო „ვკრებთ ორნიშნა რიცხვებს“

გაკვეთილს სკოლის დირექტორი და შეფასების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. მოსწავლეთა ჩართულობა მთელი გაკვეთილის განმავლობაში გრძელდებოდა. საკლასო გარემო მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იყო კეთილგანწყობილი. მასწავლებელმა გაკვეთილის გეგმით დასახულ მიზანს მიაღწია.

შიდა საგაკვეთილო დაკვირვება, კრედიტქულებით შესაფასებელი ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა, რომელიც გაკვეთილის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკაზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203