ტინისხიდის საჯარო სკოლაში პენსიონერი მასწავლებლების გაცილების ღონისძიება გაიმართა
23-10-2019

გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდის საჯარო სკოლიდან პენსიონერი მასწავლებლები გააცილეს.

2019 წლის სექტემბერში სკოლიდან წასული პენსიონერი მასწავლებლების გაცილების ღონისძიება მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს სკოლის დირექციამ, პედაგოგიურმა კოლექტივმა და მოსწავლეებმა მოაწყეს. მათ თბილი სიტყვები არ დაიშურეს ღვაწლმოსილი პედაგოგების მიმართ.

განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღეს.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203