აჭყვას საჯარო სკოლაში თემაზე - „ბედი იმისა ვინც ძლიერია, ძლიერი კი მარტო მცოდნე კაცია“ ღონისძიება გაიმართა
23-10-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, აჭყვას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ირინე გორგაძემ თემაზე - „ბედი იმისა ვინც ძლიერია, ძლიერი კი მარტო მცოდნე კაცია“ ღონისძიება მოაწყო.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცნობილი გამონათქვემები წაიკითხეს და კედლის გაზეთი დაამზადეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.