მერისის საჯარო სკოლის ხუთმა მასწავლებელმა სტატუსი შეიცვალა
23-10-2019
ქედის მუნიციპალიტეტის ფრიდონ თურმანიძის სახელობის მერისის საჯარო სკოლის 5 მასწავლებელს ოქტომბრის თვეში სტატუსი შეეცვალა.
4-მა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა და 1-ს კი წამყვანის სტატუსი მიენიჭა.
ეს პედაგოგები არიან: ზეინაბ დოლიძე (უფროსი), ლია ლაზიშვილი (უფროსი), ნათელა ბერიძე (უფროსი), სოფიკო თოდუა (უფროსი), მზიური შავაძე (წამყვანი).
სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.